ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რა აძლევს მოტივაციას ამ რთულ პერიოდში, როდესაც ისევ კარჩაკეტილობის აუცილებლობა დადგა.

„გაურკვევლობის დაღლილობა -ერთ კარგ ინტერვიუში მოვისმინე დღეს. მართლაც ყოველ დილა-საღამოს ეს რაღაც გაურკვეველი შეგრძნება რომ ჩნდება – რა იქნება, როგორ იქნება, როდის დასრულდება???
ამ დროს ვიგონებ ახალ-ახალ სამოტივაციო გეგმებს, ვფიქრობ, რომ სხვას ახლა გაცილებით დიდი გაურკვევლობა აქვს და არამხოლოდ ემოციური.
ჩემი სამოტივაციოები სხვადასხვაა)
1. უფრო მეტი თემა მოვიფიქრო ჟურნალისთვის ( კიდევ უფრო შევიფუთნოთ პირბადეებში და შეძლებისდაგვარად გადაღებები გავაგრძელოთ). ინტერვიუები ისედაც დიდი ხანია დისტანციურად გვაქვს
2. ოლივერი უფრო ხშირად გავასეირნო, მეც ბევრს ვივლი ფეხით )) ნიღაბს ის აქვს კარგი, რომ უცნაურად ჩაცმულს, იმედი მაქვს, ბევრი არ მცნობს)))


3. ბიჭების განრიგი წესიერად დავალაგო ბოლოს და ბოლოს)
………
ბევრი რამის ჩამოწერა შემიძლია, მაგრამ გამოგიტყდებით, გაურკვევლობის დაღლილობამ ტვინი წაიღო. ისედაც რა დროს ვატარებთ მშობლებთან და ამ ლიმიტირებულ დროსაც რომ ზღუდავ შენივე ინიციატივით. ძნელია და რთული. ჰო, ჩემნაირი ძლიერ ოპტიმისტი ადამიანებისთვისაც.
თქვენი სამოტივაციოები გამოუშვით, თუ არ გეზარებათ და დრო გაქვთ)”

მსგავსი თემები