LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილს სტიპენდიას ბიძინა ივანიშვილი უხდის – „ბინის ქირას და კომუნალურებს ვიხდი…“

415
ekakvaliashvili2010

ეკა კვალიაშვილი ჟურნალ ‘სარკესთან“ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად სტიპენდიას ბანკი „ქართუ ფონდიდან“ იღებს.

ეკა კვალიაშვილი:

„სამი წლის წინ, როცა მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი მდგომარეობის შესახებ, „ქართუ ფონდიდან“ დამირეკეს და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნეს. მართალია, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ საარსებო მინიმუმად მყოფნის. ამით ვახერხებ ბინის ქირის გადახდას და კომუნალური გადასახადების დაფარვას“.

როგორც ეკა ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, მალე ონლაინ ჩაუტარებს ბავშვებს ვოკალის გაკვეთილებს – „მირჩევნია, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო“, ამბობს მომღერალი ჟურნალთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები