LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვესიტაძე ძაღლმა დაკაწრა – „აუცილებლად ვუჩივლებ პატრონს სასამართლოში!..“

1906
ekakvesitdzenews

ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ჰყვება ამბის შესახებ, რომელიც მას პირადად გადახდა. როგორც ის წერს, თავის პატარა ძაღლს, იორკს ასეირნებდა, რა დროსაც მას 20-კილოიანი ძაღლი შეახტა, ჯერ მისი იორკის დაგლეჯას ცდილობდა და მას შემდეგ, რაც ეკამ ის ხელში აიყვანა, ძაღლი უკვე მას შეატხა და დაკაწრა.

„გაცოფებული ვარ. ძაღლს ვასეირნებდი ახლა და მომვარდა (არ ვიცი, რა ჯიში იყო) 20-კილოიანი ძაღლი. ჩემი 3-კილოიანი იორკი კინაღამ დამეხრჩო – შოკისგან საბმელით ავიყვანე, რომ არ ეკბინა. მერე ეს ძაღლი მე შემომახტა, დამკაწრა და ასე ეპოტინებიდა დობის. პატრონი – ვიღაც ქალი, სრულიად უტიფარი და უპასუხისმგებლო მეუბნება, ნუ ყვირით, ყურები მეტკინა, დედისტოლა ქალი ვარო (რუსულენოვანი ჩანართებით). გვერდით კაცი მიჰყვებოდა საბმელით ხელში, რომელმაც მშვიდად გააგრძელა გზა და არც შემობრუნებულა, სანამ ამ ქალმა ბოლოს და ბოლოს არ დაუძახა, მოდი, საბმელი მომიტანეო. (სიტყვას არ ვამეტებ) ძალიან მინდა, ეს ქალი გამოჩნდეს, გავიგო, ვინ არის (ვერაზე, ბარნოვზე მოხდა ეს ამბავი), რომლის მსგავსი უტიფარი ადამიანი, მართლა, არავინ მინახავს და აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში. აუცილებლად! პრეცედენტი უნდა შეიქნას ამ ქვეყანაში! მას შემდეგ, რაც ძაღლმა ქალი დაგლიჯა, უკვე მეორედ შემხვდა უსაბმელო აგრესიული ( პატრონი რომ მოსიყვარულედ ასაღებს) ძაღლი, წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო პატრონებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თბილისის მერია / Tbilisi City Hall მიხედეთ ამ პრობლემას! თუ კიდევ მორიგ ფატალურ შემთხვევას ელოდებით! წარმოდგენაც არ მინდა, რომ ბავშვებს მარტო ჰყოლოდათ გაყვანილი ძაღლი. ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რამდენ პატრონს აჯარიმებთ თვეში კანონდარღვევების გამო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები