LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვესიტაძე რუსთავი 2-ს უჩივის

180
ეკა-კვესიტაძე

ეკა კვესიტაძე რუსთავი 2-ს სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა სარჩელი დღეს შეიტანა. კვესიტაძის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ეკა კვესიტაძე მიიჩნევს, რომ  სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შინაარსი არ შეესაბამება შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და დამსაქმებელი მისი გათავისუფლებისას არამართლზომიერად მოქმედებდა.

“ეკა კვესიტაძის მოთხოვნას წარმოადგენს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და იმ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც რუსთავი 2-ს ეკა კვესიტაძის მიმართ გააჩნია,-” ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გვერდზე.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ს სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მალეძეც უჩივიან. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ არხიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები