LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე შვილის პირად ცხოვრებას ახლო მეგობრებთანაც არ არჩევს – „იფიქრონ და თქვან, რომ ეკა დამარცხდა…“

1363

ეკა მამალაძე საკუთარი პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი აჟიტაჟის შესახებ თითქმის არასდროს ლაპარაკობს. ჟურნალ „თბილისელებთან“ მან ამ თემაზე კომენტარი გააკეთა. მომღერლის თქმით, ყოველთვის ცდილობს, მის კრიტიკოსებსა და მლანძღველებს არ უპასუხოს. გთავაზობთ ამონარიდს დღეს ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუდან.

მიუხედავად ხალხის დიდი სიყვარულისა, კრიტიკაც ძალიან ბევრი იყო. წლების წინ, თქვენი სახელი და რეპუტაცია განხილვის საგნად იქცა. ალბათ, განიცდიდით, როგორ გადალახეთ ხმაურიანი დღეები?

ალბათ, ყველა ატყობს ჩემს დუმილს და თავშეკავებას. არ მსიამოვნებდა, მაგრამ მათ არასდროს ვპასუხობ. ბევრი ცუდი რამ უთქვამთ, ბევრი საზიზღრობა გაუკეთებიათ ჩემთვის, იფიქრონ და თქვან, რომ ეკა დამარცხდა, გამოვაჭენეთო. გამლანძღავენ და ამით ბედნიერები არიან, შეერგოთ. დრო ყველას გვიჩვენებს რეალურ სინამდვილეს და ყველას სახეს დავინახავთ. მე მათ დონემდე არ დავმდაბლდები. როცა გამოდიხარ და თავის მართლებას იწყებ, ე.ი. ისევ შენშია პრობლემა, მართლა რაღაც დააშავე. მე არასდროს ვპასუხობ მათ ბრალდებებს. ჩემი საქმე მაქვს და ამ პოზიციით, ყოელთვის გავიმარჯვებ. არსდროს არავისზე ვიტყვი ცუდს, ჩემს მტრებზეც კი, უბრალოდ, არ ვიკადრებ ამას. ყველას კარგს ვუსურვებ.

ორმაგად რთულია, ალბათ, როცა შვილს უწევს მსგავსი სირთულის გადატანა. ნატალიას პირადი ცხოვრების ირგვლივ არსებულ ამბებს როგორ იღებთ?

ნატალია ამერიკაში სწავლობს. ოფიციალურად არაფერი ხდება. რაღაცები, ჭორის დონეზე გავრცელდა. თუ რამე მოხდება, ყველა ერთად გავიგებთ. ეს ჩემი შვილის პირადი ცხოვრებაა, ჩემს მეგობრებთანაც კი დახურული მაქვს ეს თემა. არ ვარ ისეთი, გამოვიდე და ვიძახო – ასე არ არის და ასე შემდეგ. დრო ყველას გვიჩვენებს სიმართლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები