LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა უბერი: „გრიპის ვაქცინა 60 პროცენტამდე ამცირებს ავადობის სიხშირეს“

381

ბავშვთა კვების საერთაშორისო ბრენდი „სელია“ ფეისბუქის გვერდზე ონლაინინტერვიუს გვთავაზობს ცნობილ პედიატთან, ეკა უბერთან. თემა კი გრიპის პრევენცია და პროფილაქტიკა გახლავთ.

მინდა დღეს მოკლე რაკურსი გავაკეთო სეზონიდან გამომდინარე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, ეს არის გრიპის ვირუსი და სეზონური გრიპი. სეზონური გრიპი ამ პერიოდში, ანუ შემოდგომის შუა პერიოდიდან, და ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება ვირუსის აქტივაცია და შესაბამისად, მოსახლეობის უფრო დიდ მასებს მოიცავს.

რა ასაკიდან არის შესაძლებელი ვაქცინაცია და ვენდოთ თუ არა აცრებს?

ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მომიწვიეთ. ჩვენს კლინიკაში და ჩვენს გაყოფილებაში განსაკუთრებით მაღალია მომართვიანობა გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ბავშვების. თუმცა, განსაკუთრებული მოცვადობა მოსახლეობის ნამდვილად არ არის. ამ სიტუაციას ჩვენ ველოდებით ყოველ ზამთარს. ეს არის ჩვეული მდგომარეობა გრიპის ვირუსის გავრცელების ამ პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვების დაინფიცირება და არსებობს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელმაც შესაძლებელია გრიპის ვირუსის პრევენცია მოახდინოს. ეს არის პირველ რიგში ყველაზე ელემენტარული და ყველაზე მარტივი შესასრულებელი, ჰიგიენის ნორმებიც დაცვა. მინდა ავღნიშნო, რომ გრიპის ვირუსი ეს არის ვირუსული ინფეცქია და ზემოქმედებას ახდენს რესპირატორულ ანუ სასუნთქ სისტემაზე, რაც გამოვლინდება მწვავე სიმპტომებით. ეს არის ცხვირის გაჭედილობა, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, სპაზმური ხველა, ტემპერატურული რეაქცია, კონიუქტივიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის ვირუსი ძალიან მწვავედ და დრამატულად იწყება. როგოც წესი, უხშირესად გრიპის ვირუსის ინფექცია გართულებების გარეშე ჩაივლის, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, მაგრამ იშვიათი გართულება ეს არის ვირუსული ენცეფალიტი და ვირუსული პნევმონია ანუ ფილტვების ანთება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვილ ბავშვებში ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით. პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მივმართოთ ექიმს, რათა მოხდეს სიმპტომატიკის მონიტორინგი და ეტაპობრივად მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე პარალელურ რეჟიმში პრევენცია. პირველი პრევენციული ღონისძიება ეს არის ჰიგიენის დაცვა და ხელების დაბანა. გრიპი ეს არის ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით გადამდები დაავდება. დაინფიცირებულის ხელები საუკეთესო წყაროა ერთი ბავშვიდან მეორე ბავშვზე ინფექციის გადადების. გასათვალისწინებელია ოჯახში ადამიანთა რაოდენობა. რაც უფრო ბევრი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვია ოჯახში, მით უფრო მაღალია ვირუსის გადაცემის რისკი.

კიდევ ერთი მომენტი, მშობლებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო იშვიათად გაიყვანენ გარეთ და თბილად ჩააცმევენ ბავშვებს, ამით პრევენციას მოახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარმოდგენილი აქვს პრევენციის ღონისძიებები და ერთ-ერთი არის ბავშვის ჰარზე გაყვანა მინიუმ 2 სათის განმავლობაში დღის მანძილზე. ვირუსის გადაცემა, როგორც წესი ხდება დახურულ სივრცეში. რაც არ უნდა დაბალი იყოს გარემო ტემპერატურა, თუ ადეკვატურად ჩააცმევთ ბავშს, ის არ დაინფიცირდება ვირუსით და მეორე, ესეც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საპრევენციო ღონისძიება, ეს არის გრიპის სეზონური ვაქცინაცია. მტკიცებითი მედიცინის მონაცემებით, ის 60 პროცენტამდე ამცირებს ავადობის სიხშირეს და თუ დაინფიცირდა ბავშვი, კლინიკური გამოვლინებები უფრო მსუბუქია, ვიდრე აუცრელ ბავშვებში.

როგორ მივხვდეთ ბავშვი გაცივდა თუ ვირუსი გადაედო?

გაციება ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი ვირუსის აქტივაციისთვის. ყველანაირი გაციების სიმპტიომი ეს არის ვირუსის სიმპტომატიკა და მისი გამოვლინება. ძალიან ხშირად გვსმენია ვირუსი არ გვაქვს, გაციებული ვარ. ყველანაირი გაციების სიმპტომი, ცემინება, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, ერთეული ხველა, ყველა ეს სიმპტომი გადამდებია. თუ გამოსავალი არ არის და ბავშში იძულებულია იყოს დაინფიცირებულ გარემოში, სასურველია დაინფიცირებულ ადამიანს გავუკეთოთ პირბადე, ის გამოვცვალოთ ყოველ 2 სათში და ვანიავოთ ოთახი.

აცრებთან დაკავშირებული, ხშირად ამბობენ, რომ ჩვენთან შემოდის ძველი ვაქცინა, რომელიც ახლანდელი ვირუსებისთვის არ არის განკუთვნილი

ძველი აცრები ნამდვილად არ შემოდის. ყოველ წელს ხედება აცრების განახლება, პლუს ვირუსი ძალიან სწრაფ მუტაციას განიცდის. გრიპის ერთი მუტაციით ადამიანი ავადდება ერთხელ ცხოვრებაში და ის გამოიმუშავებს მყარ იმუნიტეტს. ანუ რამდენჯერაც გვხდება ვირუსი, ჩვენ ახალი მუტაციის ვირუსით ვსნებოვდებით. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს არის 25 პროცენტი ახალი ვირუსებისა, ანუ ვირუსის ახალი მუტაცია, 75 პროცენტი ძველი ვირუსების. შესაბამისად ამის ზუსტი, 100 პროცენტიანი გათვლა შეუძლებელია. ამის გამო აცრილი ბავშვებიც ინფიცირდებიან ოღონდ არა იმ ვირუსის მუტაციით, რითიც უკვე აცრილები არიან, არამედ ახალი მუტაციებით. მინდა შევეხო ასევე სხვა იმუნიტეტის გამაძლიერებელ იმუნომოდულატორებს. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი იმუნიტეტის გამამყარებელი იმუნომოდულატორები მხოლოდ 15 პროცენტით ამცირებენ ავადობის სიმცირეს. თუმცა ჰიგიენასთან, ვაქცინაციასთან და მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად შესაძლებელია, რომ ვირუსის შეხვედრის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ესაა რისკის ჯგუფები. ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ არ შეიძლევა ორსულების აცრა. არადა პირიქით, რისკ ჯგუფში შედიან ჩვილები 6 თვიდან 6 წლამდე, ორსულები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები, პლუს ექიმები. მე ბოლო 5 წელია ყოველწლიურად ვიტარებ ვაქცინაციას და ჩემს გარშემო ყველას მოვუწოდებ ჩაიტაროს ვაქცინაცია, რადგან ეს ძალიან ეფექტურია.

რას იტყვით სიმპტომებზე, რომლებიც ვირუსის მერე რჩება

საკმაოდ რთულია ნარჩენი სიმპტომების შეფასება და ის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მაგალითად ბრონქების ვირუსული ინფექცია, შესაძლებელია გახანგრძლივდეს 2-3 კვირის განმავლობაში და ეს ითვლება ნორმად. თუ ხველას აქვს სპაზმური ხასიათი, შესაძლებელია ვირუსინდუცირებულ ალერგიულ ხველასთან გვქონდეს საქმე. ანუ ბავშვს აქვს ალერგია ვირუსზე, რომელიც ასაკთან მიმართებაში ყოველწლიურად მცირდება და 7-8 წლის ასაკში ეს ვირუსინდუცირებული ალერგიული ხველა ქრება.

არის თუ არა ეფექტური საინჰალაციო საშუალებები

საინჰალაციო საშუალებები საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მედიკამენტის არჩევა უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით.

არის თუა არ რეკომენდებული ელექტროლიტების გამოყენება?

ელექტროლიტების გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რგოლია. როდესაც გახშირებულია სუნთქვა, განსაკუთრებით ჩვილებში, ამ დროს დამატებით ხდება ორგანიზმიდან სითხის აორთქლება, რომლის შევსებაც აუცილებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები