LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო „ტვინდემიის“ სამართავად მზად არის

57
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ტვინდემიის“ სამართავად მზად არის. მისივე თქმით, ქვეყანა „ტვინდემისთვის“ საწოლფონდის კუთხითაც არის მზად.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ტვინდემიის“ მოლოდინი გასულ წელსაც იყო, თუმცა მაშინ კორონავირუსმა ყველა სხვა სეზონური ვირუსი ჩაანაცვლა.

„ტვინდემიის“ მომენტში ამირან გამყრელიძე და მსოფლიო არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე საუბრობს, სადაც 1 ვირუსი არის COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი. „ტვინდემიის“ მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა შარშან მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი.

ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე ყველა სხვა ვირუსიც უკვე სახეზეა, მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპურია და სიმპტომურად მიმდინარეობს.

საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზად არის და მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვის შეეძლება “ბუსტერდოზის” გაკეთება – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები