LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიას მიღებული თანხა თანაბრად რომ გადაენაწილებინა, თვეში თითო მოქალაქეზე 12 ცენტი გამოვიდოდა – ანდრია ჯაღმაიძე

119
jagmaidze

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტის ანტონის შემდეგ TDI-ს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვით 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც ეხმაურება და აცხადებს, რომ ორგანიზაცია ციფრებით მანიპულირებს და ეს თანხა გადანაწილების შემთხვევაში არც ისე კოლოსალურია.

“ეს არის მნიშვნელოვანი თანხა ერთი ადამიანისათვის, მაგრამ ყველა სიდიდე ფარდობითია. გთავაზობთ, სხვა “ათვლით სისტემაში” წარმოვადგინოთ ეს თანხა, მაგალითად ასე:

დავუშვათ, ეკლესიას მიღებული თანხა თანაბრად გადაენაწილებინა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რა თანხას მიიღებდა თითოეული მოქალაქე?

276 000 000 ლარი, 17 წლის განმავლიბაში საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე (3,7 მლ-ნი) გადაანგარიშებით მივიღებთ:

276 000 000 ÷ 17 (წელი) ÷ 3 700 000 (მოსახლეობა) = 4,38 ლ (წელიწადში) ( 1,46 $ )

წელიწადში! თითოეულ მოსახლეზე 4 ლარი და 38 თეთრი, ანუ 1$ და 46 ცენტი!
ანუ, თვეში თითო მოსახლეზე 36 თეთრი!!! ( 12 ცენტი!!! )”,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

“ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ” – ანდრია ჯაღმაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები