LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიაში უნდა წავიდეთ და ვილოცოთ, რომ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა წარმატებული იყოს – მიხეილ სააკაშვილი

174
ex-georgian-president

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინისა და რუსეთის შესახებ სავიკ შუსტერის გადაცემაში საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ “მაიდანზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ, რომ ვლადიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა წარმატებული იყოს. ეს იქნება ღირსეული პოლიტიკა.”

ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელ ჟურნალისტთან ასევე ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებებზე უკრაინა დამარცხდება, მასთან ერთად მთელი უკრაინა დამარცხდება.

„პუტინის უკან რუსეთი დგას, რადგან მან მოკლა ოპოზიცია. იქ პუტინს ყველა ეთანხმება, რაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა ყველა ხელებს ზევით სწევს და შესაბამისად, მას ავტომატური მხარდაჭერა აქვს. აქეთ მხარეს კი, არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც იქ მიდის მოლაპარაკებებზე და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ასეთ შემთხვევაში? მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ წინასწარვე ვთქვათ, რომ ეს არის კაპიტულაცია. პრეზიდენტ ზელენსკის კი კაპიტულაციის და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. არც ერთი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ერთ მხარეს არის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც 100-პროცენტიანი ფორმალური მხარდაჭერა აქვს და მეორე მხარეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომლის შემთხვევაში ხალხი მაიდანზე უკვე ბიოტუალეტებს ამზადებს და ამბობს, რომ ყველაფერი ცუდადაა. მინდა დავსვა კითხვა, ეს ასუსტებს თუ არა უკრაინის პოზიციას. თუ მოლაპარაკებებზე უკრაინა დამარცხდება, მასთან ერთად მთელი უკრაინა დამარცხდება. კარგად მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან პუტინთან პირველი შეხვედრის წინ მე მოსკოვში ეკლესიაში წავედი და დიდი ხანი ვლოცულობდი, რომ შეხვედრა წარმატებული ყოფილიყო. მაიდანზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ, რომ შეხვედრა წარმატებული იყოს. ეს იქნება ღირსეული პოლიტიკა. თუ პუტინი დაინახავს, რომ ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი ერთად დგას და ლოცულობს, მიხვდება, რომ მას გაერთიანებულ უკრაინასთან აქვს საქმე“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მინდა გავაფრთხილო ყველა საფლავში ჩამყოლი – სად მიდიხართ? ა? – მიხეილ სააკაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები