LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიის წინააღმდეგ ვინც მუდამ “იღვწოდა”, დღეს ვირუსია მათი იარაღი – ანდრია ჯაღმაიძე

171
F9447BD1-9929-43D7-AE7E-44EA3168D984-w1200-r1

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საკუთარ “ფეისბუქზე” ექსპერტ გია ნოდიას კომენტარს ეხმაურება და წერს: “ეკლესიის წინააღმდეგ ვინც მუდამ “იღვწოდა”, დღეს ვირუსია მათი იარაღი”.

10 ყველაზე აქტუალური კითხვა მთავრობას: როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო მდგომარეობის დროს

გია ნოდიას განცხადებით, სახელმწიფო ვერ გაბედავს საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებული შეზღუდვების ეკლესიაზე გავრცელებას.

“ვნახეთ, რომ აქამდე დიდად ვერ გაბედა – აშკარად 10 კაცზე მეტი იკრიბებოდა ეკლესიებში, მაგრამ ვინ უშლიდა ხელს? მაშინ თუ ვერ ბედავდა ახლა გაბედავს? დიდი კითხვის ნიშანია. თუ ეკლესიის პრობლემას აქამდე ვერ უვლიდნენ და ახლა, სააღდგომოდ მართლა მოუვლიან, ალალ იყოს”, – დაწერა ნოდიამ.

ანდრია ჯაღამიძე კი აცხადებს, რომ წირვები რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, მაგრამ არ შეიცვლება ზიარების წესი. მისი თქმით, კორონავირუსის გამო, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ, გასათვალისწინებელი რეკომენდაციები არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს.

როგორ გამოიყურება დაცარიელებული თბილისი კომენდანტის საათის დროს (ვიდეო, ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები