LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკოლოგიის სახელით :  ინგლისური კლუბის ფეხბურთელებს ხორცის ჭამა აუკრძალეს

107
81984387-2432199103699455-8737346678576644096-n

ეკო-აქტივისტი კლუბის სათავეში, ვეგეტარიანული მენიუ და ბამბუკისაგან დამზადებული ფორმა. ასეთია ინგლისური კლუბის, „ფორესტ გრინ როვერსის“ რეალობა.

ინგლისური კლუბის სათავეში ეკო-აქტივისტი დეილ ვინსი 2010 წლიდან იმყოფება. ვინსი გამომგონებელი და კომპანია Ecotricity-ის დამაარსებელია, რომელიც ენერგიის ალტერნატიული გზების ძიებასა და გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული.

მას შემდეგ, რაც  ინგლისური კლუბის მფლობელი გახდა, ვინსმა არა მხოლოდ ფეხბურთელებს აუკრძალა ხორცის ჭამა, არამედ კლუბის ტერიტორიაზე არსებული ყველა რესტორნის თუ კაფეს მენიუდან მის ამოღებასაც მიაღწია. თუმცა „როვერსის“ ფეხბურთელებს თევზის მირთმევა მაინც შეუძლიათ.

„ფორესტ გრინ როვერსის“ ახალი სტადიონი ეკოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით ფუნქციონირებს. სტადიონზე გამოიყენება მზის პანელები და ალტერნატიული ენერგია, რომელიც ბუნებას ზიანს არ აყენებს.

პრეზიდენტის მისწრაფებები გუნდის ფორმასა და ლოგოზეც აისახა. ტრადიციული შავ-თეთრის ნაცვლად, გუნდის საშინაო ფორმა უკვე შავ-მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი, ლოგო კი „ბარსელონას“ ლოგოტიპს მოგვაგონებს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე „ფორესტ გრინ როვერსის“ ახალი ფორმის წარდგენისას მედიას აცნობეს იმის შესახებ, რომ ეკიპირება სანახევროდ ბამბუკისგანაა დამზადებული.

თუმცა დეილ ვინსი ამაზე შეჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს, რომლის კონსტრუქციაც რკინისა და ბეტონის გარეშე, მთლიანად ხისგან დამზადდება.

2018 წელს „ფიფამ“ ინგლისური კლუბი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების მქონე კლუბად დაასახელა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები