LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჭიათურაში ჩავლენ

129
60751619_2624834127545903_6211904967930806272_o

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში ჩავლენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი დავალება მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღო.

„მივიღე დავალება პრემიერ-მინისტრის, მე და ჩემი კოლეგები ჯანდაცვის მინისტრი, განათლების სამინისტრო,  უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ დავესწრებით და ჩავერთვებით ადგილზე მედიაციის პროცესში. სახელმწიფო პირველივე დღიდან არის ჩართული შრომის ინსპექციის სახით. ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ორივე მხარეს, რათა გამოეჩინათ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოენახათ საერთო ენა, შემდგარიყო დიალოგი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ასეთი საკითხები პირველ რიგში, უნდა წყდებოდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში.

„მაგრამ ვინაიდან წამოჭრილი საკითხების დიდი ნაწილი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შრომის ნორმალური პირობები, კვების საკითხი, ეკოლოგიური საკითხები, რაც ნამდვილად გვადარდებს დ ჩვენთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს საკითხი დროში გაჭიანურდა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენს რესურსს გამოვიყენებთ, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულ მაღაროელებს დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა. 

მაღაროელების აქციას სკოლის მოსწავლეები და მაღაზიების თანამშრომლები შეუერთდნენ

მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა

რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, გაფიცულებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კომპანიამ გაფიცულებს პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10 პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 30 პროცენტიან ზრდას, შემდეგ კი 20-პროცენტიანს ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები