LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ღამის კლუბების დახმარებაზე ფიქრობს: ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია

49
shutterstock-247679890

ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, – ამის შესახებ ნათია თურნავა აცხადებს. მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

„ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება და სამწუხაროდ, ვრცელდება ღამის კლუბებზე. ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც სხვა ინდუსტრია. როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ამ სექტორზე გავრცელდება”, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები