LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რატომ გვიწევს საქართველოში ჩამოსვლილას ჩვენ კარანტინი და უცხოელებს -არა

173
A couple bored with the government-required national isolation at home due to the spreading coronavirus, sits in the 5th floor apartment window on a sunny spring day in downtown Warsaw, Poland, Sunday, March 22, 2020.  For many people the COVID-19 coronavirus causes mild or moderate symptoms, but for some it can cause severe illness. (AP Photo/Czarek Sokolowski)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი – არა.

„ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს. საქართველოს მოქალაქეები, ვინც ახლა ჩამოდიან, ხვდებიან კარანტინში, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება – ამ მიმართულებით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. აქ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური, თუ სამუშაო კონტაქტები აქვთ, შესაბამისად, გაცილებით დიდ რისკს ქმნიან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი.

ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიოლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის მათი რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები