LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო ქართულ პირბადეებს უფასოდ დაარიგებს

388
a-person-works-on-a-production-line-for-prototype-face-masks-at-mask-factory--following-the-outbreak-of-the-new-coronavirus--in-hong-kong-7

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში წარმოებულ პირბადეებს საწყის ეტაპზე, კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. პირველ რიგში ეს ადამიანები იქნებია ისინი, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო, ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და სხვა… აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ეს ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.

საქართველოში წარმოებული პირბადეები მზად ხვალისთვის იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო

აღსანიშნავია, რომ სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” მიერ წარმოებული ქართული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები