LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდეგ იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა

81
WhatsApp-Image-2020-04-18-at-14.08.16-5eafca3648d98

პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი.

გიორგი გახარიას განმარტებით, ეკონომიკის სექტორების გახსნის რანჟირება ეფუძნება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკისთვის კონკრეტული სექტორი და რამდენად დაზარალდა პანდემიის გამო.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური გახსნის და ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, შემდგომ მედიცინა. ასე მივყვებით ჩვენ. ეს არ ნიშნავს რომ პირველი, მეორე, მესამე რანჟირება არის განსაზღვრული იმ სექტორებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ ეს რანჟირება დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე – ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ესაა და ეს“,- აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა იმაზეც ისაუბრა, რომ მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც გახარიამ ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. გახარიას თქმითვე, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები