LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია – თურნავა

71
208642352-4164497160306578-1241933408607792005-n

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველოს მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა 8.26 ქულით. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს. წელს საქართველომ გასულ წელთან შედარებით, 5-დან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: „მთავრობის ზომა“; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“.

„ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა – ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები