LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომისტი: საშუალო ხელფასი საქართველოში ანგარიშდება სტანდარტული საშუალო არითმეტიკულის პრინციპით – მეექვსე კლასში რომ ისწავლება

360
ipiccy-image

ეკონომისტი ოთარ აბესაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გუშინ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს ეხებოდა.

აბესაძე ამბობს, რომ „საქართველოში საშუალო ხელფასის არსებული მეთოდოლოგიით დაანგარიშება მცდარია“.

„ახლა სერიოზულად ავხსნათ საშუალო ხელფასის დაანგარიშების არსი! საშუალო ხელფასი საქართველოში ანგარიშდება სტანდარტული საშუალო არითმეტიკულის პრინციპით (მეექვსე კლასში რომ ისწავლება). ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამ მეთოდოლოგიას იყენებენ აქტიურად, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები (მაგალითად ევროკავშირი), სადაც მინიმალური ხელფასი საშუალოდ 800 ევროა და დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მეტ-ნაკლებად თანაბარი.

საქართველოში ამ მეთოდოლოგიით დაანგარიშება არის მცდარი, რადგან არ არის განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა და განსხვავება შემოსავლებს შორის (სოციალური ფენები) არის კოლოსალური.

✅ ალოგიკურია ერთი პრინციპით დაითვალო ჰიპერმარკეტის კონსულტანტის, ბანკის მმართველის და მინისტრის ხელფასის საშუალო ოდენობა.

✅ საქართველოში საშუალო ხელფასის გაბნევა, ანუ ვარიაცია არის საკმაოდ მაღალი (საშუალო ხელფასი რამდენად თანაბრად ნაწილდება ყველა დასაქმებულზე). გაბნევის კოეფიციენტია 47.3, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია.

✅ ასევე საყურადღებოა პოპულაცია, მოდა. (ყველაზე გავრცელებული ხელფასი საქართველოში) რაც ბევრად ნათლად ასახავს რეალურად ყველაზე გავრცელებული ხელფასის ოდენობას.

✅ აუცილებელია საშუალო ხელფასის არა კლასიკური საშუალო არითმეტიკულით, არამედ საშუალო ჰარმონიულის შეწონილით დაანგარიშება, რადგან უამრავი გამეორება გვაქვს ხელფასებში (პირობითად თვეში 1000 ლარს ერთი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი იღებს).

საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 1 077 ლარია, ხოლო კაცების - 1 560 ლარი

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა

✅ რომ შევაჯამოთ ვარიაციის კოეფიციენტი, პოპულაცია, მოდა და საშუალო ჰარმონიული შეწონილი, ჯამში მივიღებთ იმას, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი მერყეობს 700-900 ლარის ფარგლებში, თანაბარი განაწილებით სრულ დასაქმებულთა რაციონზე.

✅ უფრო რომ გავამარტივოთ, 700-900 ლარი საშუალოდ ეკონომიკურად აქტიური დასაქმებული მოსახლეობის 83%-ზე მეტ ხელფასში აისახება და მეორდება“, – ამბობს ოთარ აბესაძე.

შეგახსენებთ, 2021 წლის II კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები