LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკვილიბრიუმმა ახალქალაქის ოთხ სოფელში ქართული ბიბლიოთეკა მოაწყო

222
117537138-3308178929241321-3490942844442986891-o

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა ეკვილიბრიუმის თაოსნობით ახალქალაქის ოთხ სოფელში ქართული ბიბლიოთეკა მოაწყო. ინფორმაციას ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

“გუშინდელი არცთუ სასიამოვნო ამბების ფონზე ახალქალაქისვე ოთხ სოფელში – ხორენია, ალსატანი, გოკიო, ვარევანი – პატარა ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. მალე სხვა ოთხ სოფელსაც ვესტუმრებით და ნოემბრის ბოლოს ამ რაიონის ყველა სოფლის სკოლაში ჩვენი კვალი იქნება. წიგნის კვალი.

მეგზური კვლავაც შესანიშნავი მექართულე და კარგი პროფესიონალი – ტერეზა ჩივჩიანი გახლდათ”, — აღნიშნავს კეკელიძე.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.3308178112574736&type=3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები