LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენა ვაენგა: „რუსს ქართველის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ისევე, როგორც ქართველს – რუსის გარეშე…“

1200
elena-vaenga-achi-furceladze

ცნობილმა რუსმა შემსრულებელმა ელენა ვაენგამ მცირე ხნის წინ მოსკოვში სოლოკონცერტი გამართა, რომელშიც მისი მეგობარი და კოლეგა, აჩი ფურცელაძეც მონაწილეობდა. მომღერალმა საქართველოს შესახებ საკმაოდ მგზნებარე სიტყვა წაროთქვა და აუდიტორიის აპლოდისმენტები დაიმსახურა. კონცერტიდან ამონარიდი აჩი ფურცელაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.

ელენა ვაენგამ აღნიშნა, რომ ხშირად ეკითხებიან, რტომ მღერის სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან ერთად და მისი პასუხია, რომ მას უყვარს ნიჭიერ ადამიანებთან ერთად სიმღერის შესრულება და მათი მადლობელია, რომ ისინი მათთან ერთად მღერიან.

„პოლიტიკურ მომენტებს თუ შევეხებით, ყველანი მოვკვდებით და იქ ერთად აღმოვჩნდებით, საქართველო კი ძალიან მენატრება და ყველა ეროვნების ადამიანი მიყვარს. ჩვენი ნაციები აუცილებლად სულ იმეგობრებენ, რადგან რუსს ქართველის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ისევე, როგორც ქართველს – რუსის გარეშე…“

აჩი ფურცელაძემ ამ სიტყვებისთვის ვაენგას მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები