LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტონული სამაჯური თუ პატიმრობა – ოქრუაშვილის ადვოკატი განცხადებას აკეთებს

455
მამუკა

მამუკა ჭაბაშვილი, რომელიც თავდავის ექსმინისტრის ინტერესებს იცავს, ოქრუაშვილისთვის ნიკა მელიას მსგავსად, ელექტრონული სამაჯურის ან აკრძალვის სხვა ფორმის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი მინისტრი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალის წარდგენა მხოლოდ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ჩვენებებს ეყრდნობა.  

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს [ვიდეო]

პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო

“ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა ათამდე მოწმე გვყავს, რომლებიც დილამდე მის გვერდით იყვნენ და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი. პატიმრობას თუ ასცდება, არ არის გამორიცხული, როგორც მელიას შემთხვევაში სამაჯურით და სხვა ფორმის აკრძალვებით რომ გააჩერონ და სახლიდან არ გამოვიდეს. არ ვართ თანახმა ამ აკრძალვების. ფაქტობრივად, ეს მისთვის იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“ –  აღნიშნა ჭაბაშვილმა. 

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, ბრალი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები