თბილისის მერიამ ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge შექმნა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება მომხმარებლების ელექტრონულად რეგისტრირებული მოთხოვნების შეგროვება, ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, chargers.tbilisi.gov.ge წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული სისტემების ნაწილს. პროექტის მიზანია, თბილისში ჰაერის დაბინძურების დონისა და მავნე აირების შესამცირებლად წაახალისოს ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა – ელექტრომობილების მოხმარება. ამით ხელი შეუწყოს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეუქმნას ელექტრომობილების მფლობელებს მანქანის დასატენად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გარემო.

რაც შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ველებში მომხმარებლის პირადი მონაცემების შეყვანით, SMS ვერიფიკაციითა და ელექტრონული პირადობის მოწმობით იდენტიფიკაციის მეშვეობით.

მსგავსი თემები