LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

68
დაავადებათა-კონტროლის-ცენტრი

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება შეიქმნა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!”-აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულალურები