LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს საჯაროდ მიმართეს

83
საკლუბო სექტორი

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს, 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინეს და სახელმწიფოს საჯაროდ მიმართეს.

საკლუბო სექტორის წარმომადგენლის, დათო ლეჟავას თქმით, 4-საფეხურიანი გეგმა გადაუდებელი ფინანსური დახმარების ფონდის შექმნას გულისხმობს, ელექტრონული მუსიკის ეკოსისტემის გადასარჩენად.

“დღევანდელი შეკრების მიზანია, ხმა მივაწვდინოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ერთიანი ძალისხმევით გადავარჩინოთ შემოქმედებითი ინდუსტრიების და ღამის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი სექტორი, თანამედროვე საკლუბო კულტურა და ელექტრონული მუსიკის სცენა”. — აღნიშნა ლეჟავამ.

გაგაცნობთ წარდგენილი გეგმის პუნქტებს:

  • საქართველოს მასშტაბით არსებული 55 ბიზნეს ერთეულის მეიჯარეებთან საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირებას.
  • იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება.
  • ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტროში დასაქმებული პირების, მათ შორის 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანისა და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტის ამოქმედება.
  • სწრაფი ტესტების უზრუნველყოფა ამ სფეროსთვის, რომ პოსტკოვიდ მდგომარეობაში უსაფრთხოდ გაიხსნას ეს სივრცეები.

“ეკონომიკური აღდგენის 4-საფეუხრიანი გეგმა მოიცავს შემდეგ 6 თვეს, რადგანაც ეს სფერო იყო პირველი, რომელმაც საკუთარი კარი დახურა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ბევრად ადრე და ეს გრძელდება 10 თვეა. ეს სფერო მიტოვებულია სახელმწიფოს მხრიდან და ის რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა, ჩვენ ჩვენი ძალებით ჩვენ შევიმუშავეთ. მათ მხოლოდ უნდა აღასრულონ ეს 4-პუნქტიანი გეგმა”.— ამის შესახებ, საკლუბო სექტორის წარმომადგენლმა, ნაჯა ორაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო სექტორისა და ელექტრონული მუსიკის წარმოამდგენლებს აღნიშნული გეგმა, უკვე ერთ თვეზე მეტია რაც წარდგენილი აქვთ. თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ამიტომ, საკითხის საჯაროდ განხილვა გადაწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები