LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ღმერთო, კარგად ამყოფე, ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს

137
BeFunky-collage

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ამჟამად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს ეხმაურება.

როგორც ელისაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ თქვა, სახელმწიფომ არცერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.

მისი სიტყვებით, „კლინიკის განცხადება ყველაზე საგანგაშო იყო, რაც კი აქამდე მოგვისმენია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რაც შესაძლებელია ან შეუძლებელია, ყველაფერი უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“.

ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს”

ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მიხეილ სააკაშვილი თავად მოინახულოს.

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: რაც შემიძლია ვლოცულობ.. მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი

„ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტი ციხეში არ გვყოლია, ჯერჯერობით ეს პირველი ამბავია, ასეთი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზოგადად ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროში, პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე სახელმწიფო. ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს, ღმერთო კარგად ამყოფე, ერთმნიშვნელოვნად ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს იქნება თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი.

თუ „ქართული ოცნების“ მიზანი მისი სიცოცხლის მოსპობა არაა, შეიძლება ველოდოთ, რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლებისგან: ედუარდ სააკაშვილი

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არცერთი პატიმრის და მით უმეტეს სააკაშვილის, რომელიც პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდა ის ჩამოიყვანონ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ნორმალური. ცოტას, რა თქმა უნდა, ადვოკატები აბუქებენ, მაგრამ საღ-სალამათი რომ იყოს, არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერც მოიგონებს ამას.

რაც შესაძლებელია ან შეუძლებელია, ყველაფერი უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ .

“სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შაბათს, 3 დეკემბერს, 3 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდეთ” – ლევან ხაბეიშვილმა აქცია დააანონსა

ხერხეულიძე: აქციის გამართვას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ – სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკისგან იყოს დისტანცირებული

ვოლსკი სააკაშვილზე: ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები