LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე

474
publika.ge-elisashvili02-1024x580

სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას.

„სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში. ეს არის ძალიან კარგი. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო.

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია მთავარი განხილვის თემაა.

ამავე თემაზე:

“სანამ საქართველოში არ დამთავრდება მიტინგზე ფულით მიზიდვების პრაქტიკა, მანამ გაგრძელდება ადამიანების დაფასოება 20, 50 და 100 ლარიან საქონელად” – იაგო ფრანგიშვილი

კავკასიურ ცარცის წრედ იქცევა აქაურობა, სადაც ძალაუფლების მსურველებს საქართველო შუაზე “შემოეგლიჯებათ” – დაჩი გრძელიშვილი

მარიამ გეგუჩაძე: “ცდებით, როცა ამბობთ რომ აქციის მონაწილეებს ან წარსული შეცდომები არ ახსოვთ, ან ვერ ხედავენ…”

ამდენი ხალხი მგონი ნაცების წასვლის მოთხოვნით არ გაერთიანებულა.. აი რა ჩაუტარა ქართულმა ოცნებამ თავისთავს: მაკა ჩიჩუა

“ვერავის ვაძაგებ ვინც მათ მიტინგებს ესწრება. ოცნებამ ეს დაიმსახურა! არათუ ეს, უფრო მეტი…” – მირიან ნიკოლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები