LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი „ოცნებას“: „ხელისუფლებაში ყოფნით დაიღალეთ და შეურაცხყოფილი ხალხის ქუჩაში გამოსაყვან მიზეზს ეძებთ, თუ როგორაა თქვენი საქმე?”

141
BeFunky-collage (2)

„უკრაინაში მეომარი ბიჭებისთვის და გოგოებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი არის ბოდვა და მავნებლობა!“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ელისაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას” მიმართავს.

„უკრაინაში მეომარი ბიჭებისთვის და გოგოებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი არის ბოდვა და მავნებლობა! ქართულ ოცნებას მინდა გკითხოთ: ხელისუფლებაში ყოფნით დაიღალეთ და გაცოფებული და შეურაცხყოფილი ხალხის ქუჩაში გამოსაყვან მიზეზს ეძებთ? თუ როგორაა თქვენი საქმე? მადლობას არ ეუბნებით, არაფრით ეხმარებით საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ბიჭებს, გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფას ნუ აყენებთ! ცეცხლს ნუ ეთამაშებით!” – წერს ალეკო ელისაშვილი.

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია – იმედი მაქვს და მინდა რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა – კობახიძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები