LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „რომელი კანდიდატი სად დავდგებით თვითონ გადავწყვეტ და არა ნაციონალური მოძრაობის კარნახით“

172
BeFunky-collage (11)

რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ უნდა მიგვითითოს, სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი? – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ კარნახით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენას აპირებს

"შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, მაქსიმალურ რაოდენობაში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება"

“ისეიგი ახლახანს წავიკითხე რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წყდება: “აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე”

არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის, ან მეორე ნაციონალური მოძრაობის კარნახით.”- წერს ელისაშვილი ფეისბუქგვერდზე.

ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთ სიაში - რას აპირებს ოპოზიცია 2020 წლისთვის

უგულავა განიხილავს ოპოზიციის ჰიპოთეტურ გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები