ის, რაც ზუგდიდში ხდება გულისამრევია, თუნდაც ამის გამო ეს ხელისუფლება არის დასამთავრებელი, – ასე ეხამურება „სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ხელისუფლება აგონიაშია.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ივანიშვილი გრძნობს, რომ მისი მატარებელი ჩავლილია და იმ რეჟიმშია გადასული, რა რეჟიმშიც 2011 წელს იყო მიხეილ სააკაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობა, როგორც არ მეხატებოდა გულზე , ისე არ მეხატება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ქალია ბოლობოლო. სანდრა რულოსვის თანდასწრებით ვიღაც უჯიშოები ტლინკებს ყრიდნენ და ბრიუს ლის ილეთებს აკეთებდნენ, ასეთი რამ არ უნდა იკადრო და შენ თავს არ უნდა აკადრო. ორი კაპიკის გამო ხელისუფლების დავალებით ვიღაც ფინიები გამოყარეს და ეს არის საზიზღრობა. ვერავინ ვერ იძალადებს ამ ქვეყანაში, უკვე დასასრულის დასაწყისი კაი ხანია დამდგარია”- აცხადებს ელისაშვილი

გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს.

დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

მსგავსი თემები