LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიტ ელექტრონიქსი სამეგრელოში მაღაზიათა ქსელს აფართოებს

960

”ელიტ ელექტრონიქსმა” სენაკში რუსთაველის ქ. 261-ში ახალი მაღაზია გახსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი – ეს ყველაფერი ”ელიტ ელექტრონიქსმა” ერთ სივრცეში გააერთიანა და ახალი მაღაზია გახსნა.

მათივე ცნობით, კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები. ”ელიტ ელექტრონიქსი” არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები