LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზბარაშვილის თავშესაფარში ძაღლს გაპარსვისას პირი თოკით დაუბეს [ვიდეო]

141
collage

თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც  ჩანს, რომ ძაღლს გაპარსვისას პირი “ალიკაპის” ნაცვლად, თოკით დაუბეს. კაცი კი, რომელიც მას პარსავდა, ცხოველს უხეშად ეპყრობოდა, რაც ვიდეოს გადამღების მითითების შემდეგ შეწყვიტა.

ფაქტს ფეისბუქმომხმარებლების პროტესტი მოჰყვა, რასაც თამაზ ელიზბარაშვილიც გამოეხმაურა. იგი წერს, რომ ძაღლების დალაქი მათი თავშესაფრის თანამშრომელი არ არის და მხოლოდ რამდენიმე დღით დაიქირავეს.

ელიზბარაშვილის მტკიცებით, კაცს არ გადაუხადეს და ისე გაუშვეს.

“არც ფული გადაუხადე და დავემშვიდობე. შეიძლება მარტო შენიშვნა მიმეცა და დარჩენილი 261 ძაღლიც გაეკრიჭა, მაგრამ თქვენმა ორკესტრირებულმა ლანძღვამ გადამაწყვეტინა მასთან მოლაპარაკების გაწყვეტა. ახლა თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ ფასად მომიძებნით ძაღლების ,,პარიკმახერს,, ან თქვენ მობრძანდებით მოხალისედ. მაგრამ იმდენი თქვენ რა გითხრათ, რაც მომსვლელები არ ხართ. მხოლოდ აქ, კლავიატურასთან ხართ მაგარი ს…ი”- წერს ელიზბარაშვილი

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/videos/2281889402139667/

ცნობისთვის,იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსშია დაგეგმილი. პროექტით განისაზღვრება და დაზუსტდება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა.