LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Elle“-ის ვიდეო საქართველოს შესახებ, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა

174

ცნობილი გამოცემა „Elle“ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც საქართველოში თბილისის მოდის კვირეულის გაშუქებისას დრონის საშუალებით გადაიღეს. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შესანიშნავი ლანდშაპტის გარეშე, რომელიც მათი ინსპირაციის წყარო გახდა, ქვეყნის მოდის ისტორიაზე მკითხველს ვერ უამბობდნენ.

ვიდეოს საკუთარ გვერდზე აზიარებს თბილისის მოდის კვირეულის ხელმძღვანელი თაკო ჩხეიძე, რომელიც წერს:

„ეს ვიდეო მთელმა მსოფლიომ ნახა უკვე! თბილისის მოდის კვირეულის დროს გადაღებული ვიდეო და ფოტოები, ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა, ქართული მოდის პოპულარიზაციისთვის♥“

როგორც თბილისის მოდის კვირეულის გვერდზეა აღნიშნული:

„უმნიშვნელოვანესი გადაღებები განხორციელდა დრონით თბილისის მოდის კვირეულის მიმდინარეობისას.

ქართული სამოსი, ქართველი მოდელი, საქართველოს სხვადასხვა კუთხე და სილამაზე წარმოჩენილია ამერიკული ELLE-ის ვებ გვერდზე და მას მთელი მსოფლიო იხილავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები