LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Elle.ru: თბილისის 6 ყველაზე მოდური გოგო, რომელთაც „ინსტაგრამზე“ უნდა მისდიოთ

1091

თბილისის 6 ყველაზე მოდური გოგო,  რომელთაც „ინსტაგრამზე“ უნდა მისდიოთ – ამ სათაურით, პრესტიჟული გამოცემის რუსული ვერსია – Elle.ru  ქართველ მოდელებს, სტატიას უძღვნის. გამოცემა წერს, რომ  საქართველო უკვე კარგა ხანია მხოლოდ გემრიელ კერძებთან და კარგ ღვინოსთან არ ასოცირდება. თბილისი, უკვე წელიწადში ორჯერ ( გაზაფხულსა და შემოდგომაზე ) თანამედროვე მოდის ცენტრს წარმოადგენს, სადაც ქართველი დიზაინერების, პროფესიონალებისა და დებიუტანტების კოლექციები მოდის  სამყაროს წარმომადგენლებსა და მოდის მოყვარულებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

Elle-ს რუსულენოვანი ბიურო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისის მერის ცოლი, ანუკი არეშიძე, მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის მთავარი კონკურენტია. თუმცა , დასძენს, რომ ანუკის გარდა, „ინსტაგრამზე“  დამატების  აუცილებლობას  კიდევ ექვსი  მოდური ქალბატონი  წარმოადგენს.

 

სოფო ჭყონია

ის, რომ თბილისი “მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს” მასპინძლობს, სწორედ სოფო ჭყონიას დამსახურებაა. ეს არის ღონისძიება, რომლითაც თბილისს აქვს მცდელობა, მოდის დედაქალაქების გვერდით დგომის ამბიცია გამოთქვას. გამოცემა წერს, რომ პარიზულ ცხოვრებაში აქტიურად  ჩაბმულ სოფო ჭყონიას,  საქართველოში მოღვაწე ხელოვანები  არასდროს დავიწყებია.  ამის მაგალითად კი , ერთ-ერთ გახმაურებულ პროექტს, BE NEXT-ს ასახელებს, რომელიც დამწყებ დიზაინერებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი მოდის ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების წინაშე წარმოაჩინონ, საუკეთესოებმა კი სწავლის საგზური  მსოფლიოს წამყვან მოდის სკოლებში მოიპოვონ.

სოფო ჭყონიას “ინსტაგრამზე”  27 ათასი გმომწერი ჰყავს

https://www.instagram.com/p/BVu4nYkjkxB/

ნინა ზარქუა

ნინა – ნამდვილად არის მაგალითი იმის , რომ ქართველებს საკუთარი სტილი გააჩნიათ. დიდი ხანი არაა , რაც ყოფილი მოდელი დიზაინერად გადაიქცა, მან ფეხსაცმლის საკუთარი ბრენდი 2016 წელს დააარსა. როგორც გამოცემა წერს, საკმარისია ერთხელ მაინც შეხვიდეთ ნინას “ინსტაგრამზე” და დარწმუნდებით, რომ ის  საუკეთესო სთრით სთაილის მქონე მოდელია.

zarquanina/ნინა ზარქუას 39 ათასი გამომწერი ჰყავს

 

https://www.instagram.com/p/Bbw_UNLhhwT/?taken-by=zarquanina

 

ანი ჩიხლაძე

გოგო, რომელიც  გემოვნებიანად იცვამს,  მოდის კვირეულებზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად, მაღალანაზღაურებადია – ის ამ სეზონზე პოდიუმზე 25-ჯერ წარსდგა. თუმცა, მის “ინსტაგრამზე” სხვადასხვა  ჩვენებების ამსახველი  სურათების გარდა, მის შვილთან გადაღებულ  ფოტოებსაც შეხვდებით.

ანი ჩიხლაძეს “ინსტაგრამზე” 11 ათასი გამომწერი ჰყავს

https://www.instagram.com/p/BZGc_AnF1IS/

 

ნატა ბერაძე

ნატა – კიდევ ერთი ცნობილი თბილისელი მოდელია. მისი უჩვეულო გარეგნობა ყურადღების მიღმა ნამდვილად არავის დარჩენია,  მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. ის ტატუებით მოხატულ სხეულის ფოტოებს აქტიურად აზიარებს. მის “ინსატგრამზე” ნამდილად ვერ მოიწყენთ.

 

ნინო ელიავა

ბლოგერის, ონლაინმაღაზია MORE is LOVE – ის და ჩანთების ბრენდ “711”-ის თანადამფუძნებელის, ნინო ელიავას სტილი ეკლექტიკური და ექსცენტრიულია. მისი ქუჩის სტილი კი მსოფლიოში ცნობილ ფოტოგრაფებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ. გამოცემა წერს, რომ ელიავა, ამ სფეროში ერთ-ერთი “სამაგალითო ადამიანია”.

ninoeliava/ნინოს “ინსტაგრამზე”  60 ათასი  გამომწერი ჰყავს

https://www.instagram.com/p/BZ-qIvaFY8a/?taken-by=ninoeliava

სალომე ღვინიაშვილი

ულამაზესი მოდელის სალომე ღვინიაშვილის სავიზიტო ბარათს მისი ხუჭუჭა თმა და უნიკალური სტილი წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ მოდელი ფოტოებს არც თუ ხშირად აქვეყნებს, თუმცა სიახლებს  “ისტორიებში” (story) აქტიურად აქვეყნებს.

salomegviniashvili/სალომეს “ინსტაგრამზე” 89 ათასი გამომწერი ჰყავს

https://www.instagram.com/p/BBBLjwnA0fc/?taken-by=salomegviniashvili

პოპულალურები