LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

87

30 ივნისს, შაბათს, ლეგენდარული ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებათბილისიბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 09:30 საათზე შესრულდება და უკან 11:30 საათზე დაბრუნდება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები, სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ სრულდება.

სერ ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე  30  ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. 71 წლის მუსიკოსი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.