LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სთოუნი „კრუელას“ როლში (ფოტო)

307
Untitled design (1)

ფილმ „კრუელას“ მსოფლიო პრემიერა, 2021 წლის მაისშია დაგეგმილი. ეს გახლავთ ლეგენდარული „101 დალმატინელის“ პრიქველი, რომლის გადაღებები ამჯერად ლონდოში მიმდინარეობს. კომპანია „დისნეიმ“ კი უკვე წარადგინა პირველი ფოტოები ფილმიდან.

კრუელა დე ვილის როლში ამჯერად „ოსკაროსანი“ ემა სთოუნი გვევლინება, რომელიც ახალ ამპლუაში შეუდარებელია. ახალ ფოტოებზე ემას შეცვლილი აქვს ვარცხნილობა და გრიმის დახმარებით, მისი ცნობა შეუძლებელია. ფილმი კრუელას ისტორიას გვიყვება, რომელიც 70-იან წლებში ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, უცნაურ მამაკაცთან შეხვედრა კი, მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ფილმის რეჟისორი კრეიგ გილესპია.  

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები