LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი მცირე კაფეების გადასარჩენად 165 მილიონ დოლარს გამოყოფს

302
esaa

ეიფელის კოშკი, ელისეის მინდვრები, ტრიუმფალური თაღი…. სწორედ ეს კონკრეტული ადგილები გვიდგება თვალწინ საფრანგეთის გაგონებაზე, თუმცა პარიზი ამ ღირშესანიშნაობების გარდა, კაფეების მრავალფეროვნებითაც იპყრობს ტურისტების ყურადღებას.

დილას გამომცხვარი კრუასანებისა და გემრიელი ყავის გარეშე, პარიზში ყოფნა თითქმის  წარმოუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზში კაფის კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზეა, ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყნის პერიფერიებში, დაახლოებით 150 000-მდე კაფემ შეწყვიტა ფუნქციონირება.

თუმცა, ემანუელ მაკრონის დამსახურებით, მათგან ათას დაწესებულებას დახურვა აღარ ემუქრება. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგული კულტურის შესანარჩუნებლად, 165 მილიონ დოლარს გამოყოფს.

კეთილი ნება თუ პოლიტიკური ტაქტიკა – მაკრონის ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები საკმაოდ წინდახედულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

როგორც პრეზიდენტის ყოფილმა პროფესორმა, ჟან მარკ ბორელომ Associated Press –ს განუცხადა, ამ ნაბიჯს შეუძლია  ყვითელჟილეტიანების პროტესტი შეამციროს.

ფრანგ ხალხს სურს რევოლუცია - პარიზი კვლავ ყვითელჟილეტიანების აქციამ მოიცვა

"ჩვენ ფრანგი ხალხი ფრანგი ხალხის ასე განადგურებას ხელისუფლებას არ შევარჩენთ"

მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე თვეა,  ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ მომიტინგეები აქციებს მართავენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიციასთან შეტაკებებით სრულდება.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა – მოსახლეობა მაკრონის გადადგომას ითხოვს

პროტესტი ქალაქსა და სოფლებში მცხოვრებთა სხვადასხვა სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს შეეხო. ყვითელჟილეტიანები აცხადებენ, რომ სწორედ ემანუელ მაკრონია საფრანგეთის პატარა ქალაქების „სიკვდილის“ მიზეზი.

როგორც ბორელო პროგნოზირებს, მცირე კაფეების სრულად აღდგენით პრეზიდენტი მომიტინგეების გულს მოიგებს, ოღონდ დროებით.

„ცხადია, საჭიროა თითოეული ადამიანის პრობლემის მოსმენა და მათი გადაჭრა“– ამბობს ბორელო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები