LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრაციიდან დაბრუნებული 185 მოქალაქე გრანტს მიიღებს

70
bbf783575f075335b73ed0ad1215f77e-XL

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

185 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები