LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრანტები არ აღიქვამენ საკონსულოებს, როგორც საკუთარ სახლს, ეკლესიის გარშემო უფრო იკრიბებიან – პრეზიდენტი

737
salome-5

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ემიგრანტებსა და საელჩოებს შორის კავშირები გასაძლიერებელია.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

„ერთი მხრივ, დიასპორა ჩვენი დიდი ტკივილია, ემიგრაციის ნაკადი ცლის ქვეყანას და რეგიონებს თავისი ახალგაზრდობისგან, აქტიური მოსახლეობისგან და ამით ასუსტებს სახელმწიფოს, მის ეკონომიკას. ამავე დროს, დიასპორა იმედიცაა. უცხოეთში ვიძენთ ახალ ძალებს, ყველა ქვეყანაში, ყველა დარგში, წარმატებულ ადამაინებს, რომლებიც ხვალ უფრო ეფექტიანად ჩაერთვებიან ქვეყნის პოპულარიზაციაში იქ და მის მშენებლობაში აქ. ეს კი თქვენზეა დამოკიდებული. ემიგრანტები ჯერ კიდევ არ უყურებენ, არ აღიქვამენ საელჩო-საკონსულოებს, როგორც საკუთარ სახლს, ეკლესიის გარშემო უფრო იკრიბებიან, ვიდრე საელჩოსა და მისი აქტივობების ირგვლივ. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს კავშირები თქვენსა და მათ შორის ისევე, როგორც მათსა და ქვეყანას შორის. მოქალაქეობის აღდგენის შესახებ ცნობები ისე არ ვრცელდება, როგორც საჭიროა. საარჩევნო სიებში რეგისტრაცია ჯერ კიდევ ძალიან არასრულყოფილია. დიასპორის არჩევნებში მონაწილეობა უნდა გაძლიერდეს. ხმის მიცემა და საკუთარი წარმომადგენლის არჩევა არის მათი, როგორც ჩვენი უფლება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში – პრეზიდენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები