ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი ფილმი სახელწოდებით „გასულ შობას “უდაოდ დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს ჩვენი საყვარელი საახალწლო ფილმების რეიტინგში. პოლ ფეიგის ახალ რომანტიკულ მელოდრამაში მთავარ როლებს ემილია კლარკი, ჰენდრი გოლდინგი და ემა ტომპსონი ასრულებენ. პაპარაცებმა მსახიობები ფილმის ერთ-ერთი სცენის გადაღებების დროს დააფიქსირეს. ახალ ფოტოებზე ემილია კლარკი ბეწვის ქურქითა და მწვანე ფეხსაცმლით პოზირებს. ემა ტომპსონი კი დუტის ქურთუკშია გამოწყობილი.

ამ დრომდე ფილმის სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისტორია ლონდონში ვითარდება.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი