LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემპათიამ“ დასკვნაზე მუშაობა დაასრულა – დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს: მარიამ ჯიშკარიანი

159
315090177_1000544390903135_3972262111365751055_n

„ემპათიამ“ დასკვნაზე მუშაობა დაასრულა – დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.​

„ცენტრმა „ემპათიამ“ დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა. დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას“, – წერს მარიამ ჯიშკარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები