LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდელაძე ეპიდვითარებაზე: სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება

125
მარინა ენდელაძე

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ და აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო დამძიმება.

ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელოვან შემცირებაზეც საუბრობენ და საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ:

“ამ პერიოდისთვის, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორი ვუძლებთ ამას და გარკვეულწილად ჩვენც გვჭირდება გაფრთხილება, რომ მუშაობა შევძლოთ.” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-თან” საუბარში.

ინფიცირებულ ასრულწლოვნებზე ისაუბრა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი პაციენების უმრავლესობა ერთ წლამდე ბავშვია:

“პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ასაკობრივ მომართვიანობას ეს არის ძირითადად წლამდე ასაკის ბავშვები, შემდგომ უკვე ბაღის ასაკის ბავშვები და სულ რამდენიმე გვყავს მოზრდილი ასაკის ბავშვები. ძირითადი მიზეზი მომართვიანობის არის მაღალი ცხელება, კუნთების და თავის ტკივილი და გაციების ნიშნები.” – განაცხადა მედიასთან რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, დაინფიცირდა 4 337 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობას:

27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 961 165 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 029 260 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.2 %-ია.

სრულად ვაქცინირებულია 930 865 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.6%-ია.

26 ოქტომბერს აიცრა 4 878 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები