LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება – ჰესის გამომუშავება მოიმატებს

59
engurhesi-3-1528790820

ენგურჰესისრეაბილიტაციის პროექტი მაშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები – ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება – რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს”, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები