LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენი და ეფი დაბადების უნიკალური ისტორიით“ – აშშ-ში ტყუპები სხვადასხვა წელში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ

228
Untitled design

ტყუპები, უმეტესად, საკუთარ დაბადების დღეს ერთსა და იმავე დღესა და რიცხვში ზეიმობენ, თუმცა არის გამონაკლისებიც – ტყუპები, რომლებიც რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, ახალი წლის დადგომამდე და ახალი წლის დაწყების შემდეგ იბადებიან.

მედიცინის სფეროში ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია.

თუმცა, მგავსი ფაქტი წელსაც მოხდა – ენი ჯოუ სკოტსა და ეფი როუზს შორის ასაკობრივი სხვაობა 6 წუთია, ენი 2022 წლის 31 დეკემბერს, 23:55 საათზე დაიბადა, მისი ტყუპისცალი ეფი კი 2023 წლის 1 იანვარს, 00:01 საათზე.

„ენი ჯო სკოტი და ეფი როუზ სკოტი ახალშობილი ტყუპი დები არიან, რომლებსაც სამუდამოდ ექნებათ უნიკალური დაბადების  ისტორია. მე მიყვარს უნიკალური ასპექტი, ტყუპები არიან, თუმცა ეს თარიღები მათ ინდივიდუალიზმს ხაზს უსვამს“, – ამბობს გოგონების დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები