LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ -ის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს

144
199459163-3061898997378244-8573774025538784195-n (2)

დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფეისბუქში დაწერა. 

ცნობისთვის, ნიკა მელია და ამავე პარტიის წევრები თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში საქმიანი ვიზიტების გასამართად გაემგზავრნენ.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში იქნება ეს კონგრესი, სენატი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა იქნება შეხვედრები ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში… უკანასკნელი დროის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი შეხვედრები არ ჰქონია… მინდა მათ იცოდნენ ჩვენი ხედვების შესახებ”, – განაცხადა ნიკა მელიამ გამგზავრებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები