LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა

70
unnamed

ენმ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა 4-მა პირმა შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

“ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე სამი პირი დააკავა