LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

45
დაკავება

“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანსა და მის მეუღლეზე ძალადობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს – გ.ც.-სა და მის მეუღლეს – ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები