LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

61
1618914777-ვაშაძე-1024x610

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარტიიდან წასული გრიგოლ ვაშაძე ევროკავშირის საელჩოში მივიდა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვიდეოკადრები ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გასული წლის 15 დეკემბერს დატოვა და თქვა, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც კარგა ხნის წინ, თითქოს წარსულს ჩავაბარეთ და რომლებთან ერთად ვაშაძის სიტყვებით, პარტია ამომრჩევლის ნდობას ვერასდროს მოიპოვებდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს დილით, ყველა მანდატის მქონე დეპუტატებს შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები