31 დეკემბერს „ოსკაროსან“ ენტონი ჰოპკინსს 84 წელი შუსრულდა. კარიერა არაჩვეულებრივმა მსახიობმა შორეულ 1965 წელს დაიწყო და დღმდე წარმატებით აგრძელებს. თითქმის 55-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჰოპკინსმა 100-მდე განსხვავებული პერსონაჟი განასახიერა და უამრავი პრესტიჟული პრემია დაიმსახურა.

fortuna.ge გთავაზობთ ენტონი ჰოპკინსის მიერ შესრულებულ 5 საუკეთესო კინოროლს:

„ჰიჩკოკი“ (HITCHCOCK, 2012) – საშა ჯერვასის ბიოგრაფიული ფილმი ჰიჩკოკის შემოქმედებაში გარდატეხის პერიოდზე მოუთხრობს მაყურებელს, როცა რეჟისორმა „სასპენსის“ ჩვეულ ჟანრზე უარის თქმა და სრულიად განსხვავებული „ფსიქოს“ დადგმა გადაწყვიტა. ალბათ, მხოლოდ ჰოპკინსი გაბედავდა ჰიჩკოკის ეკრანზე გაცოცხლებას, რადგან მსოფლიო კინოს მეტრის განსახიერებას არა მხოლოდ ნიჭი, არამედ სითამამეც საკმარისი სჭირდება.

„შემოდგომის ლეგენდები“ (LEGENDS OF THE FALL, 1994) – არაჩვეულებრივი ისტორია და პიტი-ჰოპკინსის ბრწყინვალე დუეტი. მართალია, ედვარდ ცვიკის დრამაში გამოცდილმა მსახიობმა ახალგაზრდა პარტნიორს დაუთმო პირველობა, მაგრამ მეორე პლანის როლითაც ბრწყინვალედ დაამტკიცა საკუთარი ოსტატობა.

„გაიცანით ჯო ბლექი“ (MEET JOE BLACK, 1998) – ეფექტური აღმოჩნდა ჰოპკინსისა და პიტის მორიგი ერთობლივი ნამუშევარი. უცნაურ ისტორიაში ახალგაზრდა პიტმა სიკვდილი განსახიერა, ჰოპკინსმა კი, მისი მეგზური ცოცხალთა სამყაროში. ცხოვრებით დაბრძენებული, საკუთარ ოჯახზე შყვარებული, მზრუნველი მოხუცი რადიკალურად განსხვავდება ჰოპკინსის სხვა პერსონაჟებისგან, თუმცა სხვების მსგავსად იმსახურებს მაყურებლის სიმპათიას.

„კრავთა დუმილი“ (THE SILENCE OF THE LAMBS, 1990) – ჯონათან დემის ტრილერში, რომელიც ტომას ჰარისის რომანის მოტივებზე შეიქმნა, ჰოპკინსმა მანიაკი მკვლელი განასახიერა და მსოფლიო კინოს საკულტო სახე შექმნა, რომლის გამეორება ბევრმა სცადა, თუმცა არავის გამოუვიდა. თავად ჰოპკინსი განიბალ ლექტერის როლს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს საკუთარ კარიერაში, რადგან სწორედ მან მოუტა „ოსკარის“ პრემია და ფართო პუბლიკის აღიარება.

„ნიქსონი“ (NIXON, 1995) – ჰოპკინსის კიდევ ერთი არაჩვეულეუბრივი გარდასახვა, თუმცა ამჯერად ამერიკის სკანდალურ პრეზიდენტად. მართალია, ბრწყინვალედ იმუშავეს გრიმიორებმა, მაგრამ გადამწყვეტი ისევ მსახიობის ოსტატობა აღმოჩნდა, რომელმაც მაქსიმალურად დაამუშავა რიჩარდ ნიქსონის თავისებურებები, ქცევის, საუბრის მანერა და პრაქტიკულად გააცოცხლა ეკრანზე.

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები