LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ჰოპკინსს რუსეთში დააჯილდოებენ

92

დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში ტანისლავსკის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ეს იქნება რიგით მეოხე ცერემონია, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად მაინც გაიმართება.

გუშინ სტანისლავსკის პრემიის ლაურეატების ვინაობა გახდა ცნობილი. რუს ხელოვანებს შორის არის ჰოლივუდელი მსახიობით, ენტონი ჰოპკინსი. კინოსა და თეატრის ამერიკელ მსახიობს ჯილდოს მსოფლიო სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოებენ.

თითოეული ლაურეატი, ჯილდოს გარდა, მიიღებს ფულად პრემიას 2.5 ათასი დოლარის ოდენობით.

მიიღებს თუ არა ჰოპკინსი დაჯილდოებაში მონაწილეობას, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები