LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი შეხვდა – რადიო თავისუფლება

365
b4ff18930b445237565fc0d1ad32db7a

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. როგორც ირკვევა, ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით, დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.

ადვოკატი საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ერთადერთი იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.

„შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი, ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა,სიმართლე იზეიმებს“

ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ყველა ყველაზე მძიმე სასჯელი რაც შეიძლებამისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს ეს არის 2 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს

ექიმზე ფიზიკურ ზეწოლა არ განუხორციელებიათ და მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაც დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ექიმს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები